საით მიქრის თეთრი რაში...

30.01.2013 54:00

2012 წლის 15 თებერვალი, 21:00 - 22:00* ვაჟა ოთარაშვილის გადაცემთა ციკლიდან „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება" სტუმარი: გარდაცვლილი პოეტის ვასილ ცერცვაძის და ცერცვაძე ლატავრა -- ვასილ ცერცვაძე არის ქართული გახმაურებული სიმღერის ავტორი „საით მიჰქრის თეთრი რაში", რომელმაც ჯერ კიდევ 1988 წელს წლის საუკეთესო სიმღერის პრემია მოიპოვა. ეს სიმღერა 5 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე პოპულარულ სიმღერად ითვლებოდა. -- ვასილ ცერცვაძე 1999 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. მანამდე მას ერთადერთი ვაჟიშვილი 10 წლის პაკო ცერცვაძე ლიმფო სარკომით დაეღუპა. სწორედ მას ეძღვნება ლექსი „საით მიჰქრის თეთრი რაში". -- ვასილ ცერცვაძის ლექსებზე მღერიან ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, მერაბ სეფაშვილი, კომპოზიტორი ჯუმბერ ჯანდიერი და სხვ. პოეტის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი კრებული: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს" გამოვიდა. მისი ლექსები „უახლესი ქართული პოეზიის" ანთოლოგიაშია შესული.

გაზიარება: