გოგი ცაბაძე - პაწაწინა სამოთხე / Gogi Tsabadze - Patsatsina Samotkhe

02/11/2019
Gogi Tsabadze Official-ის მიერ

Album: Patsatsina Samotkhe
Year: 2013
Composer: Gogi Tsabadze
Lyricist: Shota Nishnianidze
Spotify: https://spoti.fi/3Vt0LmM
Apple Music: https://apple.co/42fyYs6
Amazon: https://amzn.to/3LLoFqf
©℗ GMI Rights Management
https://gmi.ge

Subscribe: https://shorturl.at/xUW58


სიმღერის ტექსტი:

როგორც ჩიტი გალიაში,
როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ,
სიცოცხლის სანთებელა.
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის?!
სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურც ერთ ისარს ნუ აიცდენ,
გულო, სანამ გამიძლებ.
ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხეჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე
თვითონ ღმერთი, წამებული,
შენ ერთს გწყალობს ისევე -
მხოლოდ გულში განისვენებს,
მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია,
გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო,
მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე

ვიდეოები „Gogi Tsabadze Official"-ისგან