ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

07.11.2021 02:31

ვირუსის ახალი ტალღა, რასაც კიდევ უფრო დიდი ადამიანური დანაკარგი მოჰყვება, - ასეთია სპეციალისტების შეფასებები. ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და რეკომენდაციების უგულებელყოფის ფონზე, ეპიდემიოლოგები ვითარების გაუარესებას ელოდებიან. 54 ათასამდე ინფიცირებულის მართვა უწევს ამ დროისათვის სამედიცინო სექტორს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები ისევ მაღალია. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ კიდევ 4 104 მოქალაქეს დაუდასტურდა. კვლავ საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობა. მხოლოდ ერთ დღეში ვირუსს კიდევ 67 მოქალაქე ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი უკვე 11, 06%-ია. ინფიცირების ახალი ფაქტებიდან, თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა - 168, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 246, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 59, სამცხე-ჯავახეთი - 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15. სპეციალისტები ისევ მიმართავენ მოქალაქეებს და განმარტავენ, რომ იმუნიზაციის გარეშე ვირუსის დამარცხება შეუძლებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: