პირველი თებერვლიდან თბილისში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს


ავტობუსების შემდეგ სამარშრუტო ტაქსების პარკიც განახლდა.

დღეს მოძრავ ახალ მიკროავტობუსებს პირველ თებერვლამდე კიდევ 500 ახლად შეძენილი სატრანსპორტო საშუალება დაემატება. ძველი სამარშრუტო ტაქსები კი წარსულს ჩაბარდება. თბილისის სატრანსპორტო ქსელში მალე ახალი მარშრუტებიც გაჩნდება. საუბარია 23 ახალ მიმართულებაზე. მიკროავტობუსების სიძველე მგზავრების უსაფრთხოებასთან ერთად ეკოლოგიურ მდგომარეობასაც წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდა. ტენდერით ნაყიდი ახალი სამარშრუტო ტაქსები კი საერთაშორისო სტანდარტებზეა გათვლილი. მომდევნო თვიდან მგზავრებს ახალ სააბონემენტო სისტემაზე გადასვლაც მოუწევთ. აბონემენტების გაყიდვა დაწყებულია. ყველაზე დიდი მოთხოვნა ერთთვიან, 40-ლარიან აბონემენტებზეა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან