საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან

19.09.2018 00:38

საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. მსოფლიო დონის ექსპერტები თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან. „კოსმოსური მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები“- ამ სახელწოდების კონფერენცია ცოტა ხნის წინ განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კონფერენციის მასპინძელმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნეს. საერთაშორისო ღონისძიება ორბიტაზე  პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაყვანას ეძღვნება. განსახილველ თემებს შორის არის კონცეფციები და მაღალტექნოლოგიური გონიერი მასალები. კონფერენციაში  მონაწილეობენ ამერიკის, საფრანგეთის და გერმანიის წამყვანი კოსმოსური სააგენტოები. ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: