ანდრეი ზვიაგინცევი თბილისშია

22.10.2018 00:38

თბილისში ცნობილი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ჩამოვიდა. მან პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან ქართულ კინოზე, საკუთარ კინოენასა და ასევე, აქ ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. რუსი რეჟისორი საქართველოში პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ ფარგლებში ჩამოვიდა. ზვიაგინცევი თეატრალური უნივერსიტეტში დღეს და ხვალ მასტერკლასებს გამართავს, ხოლო 24 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში“ მისი ფილმის „უსიყვარულო“  სარეჟისორო ვერსიის ჩვენება გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: