ვახტანგ ჯაჯანიძე - კინორეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ვიზიტის შესახებ

10/12/2018
TAFU EDU-ის მიერ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის - \"თანამედროვე კინოს დიდოსტატები\" - რიგით მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი.
ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის \"დაბრუნება\" ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო \"ოქროს ლომი\" დაიმსახურა, ხოლო ფილმები \"ელენა\" , \"ლევიათანი\" , \"უსიყვარულოდ\" კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ადნრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო.

22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში
24 ოქტომბერს კი საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება ფილმის \"უსიყვარულო\" სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.

◾ პროექტის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
◾ პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com
მედიამხარდამჭერები არიან: Artarea/Tv2.0 Cinemania.ge ინდიგო • Indigo

© ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად/“საღამოს არხი“/რადიო იმედი, Radio Imedi - 2018
წყარო იხ. აქ:
რადიო იმედი -
   • „17:17“  ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად/“...

ვიდეოები „TAFU EDU"-ისგან