საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატს "მთვარიდან ჩამოფრენილი" უწოდა

06/27/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა სოფელ რუხში საბავშვიო ბაღის მშენებლობის საკითხს. აღნიშნული პრობლემის მოგვარება ფრაქცია „ევროპული საქართელოს“ თავმჯდომარემ თინათინ თოდუამ მოითხივა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი დაწესებულების აშენებას ადგილობრივებს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2015 წელს დაჰპირდნენ, თუმცა დღემდე პირობა არ შესრულებულა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შენიშვნაზე, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ დეპუტატს “მთვარიდან ჩამოფრენილი” უწოდა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ სოფელში საბავშვო ბაღი არსებობს, თუცა შენობა არ არის ახალი.

„რუხში ბევრი რამ აშენდა და მოსახლეობა ამით კმაყოფილია. ჩვენ გვჭირდება დრო და არამარტო რუხს არამედ ზუგდიდის ყველა მუნიცუიპალიტეტს ექნება ახალაი თანამედროვე საბავშვო ბაღი“,- თქვა ნანავამ.

საკრებულოს თავმჯდომარის და დეპუტატის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დასრულდა, რაც თინათინ თოდუამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სულ ორი საკითხი განიხილეს, რომელიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობეის რანგირების თემას ეხებოდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან