გიორგი თოდუა: დავაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ რა შავბნელი საქმეებისთვის ემზადებიან
04/26/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ''ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თანამდებობიდან გიორგი თოდუას გადაყენების მიზეზად მისი განსხვავებული აზრის ქონას ასახელებენ. საკრებულოს თავმჯდომარის ნატალია შეროზიას თქმით, თოდუას გათავისუფლება საკრებულოს ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
„არანაირი პირადი დაპირისპირება არ გვაქვს გიორგისთან, ჩვენი გუნდის ხედვები, მიზნები და ამოცანები არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა შეროზიამ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ფაქტი მორიგი პოლიტიკური დევნაა. ამასთან, ის უკმაყოფილოა თავმჯდომარის განმარტებებებით, თუ რატომ მოხდა თოდუას გადაყენება.
„მათ სურთ, რომ ყველაფერი ერთპარტიულ ჭრილში მოაქციონ და ემსახურებოდეს ერთ ადამიანს. დღევანდელი დღე არის ხელისუფლების უსინდისობის და უვიცობის დემონსტრირება“, - აღნიშნა შელიამ.
თავის მხრივ, გიორგი თოდუა ამბობს რომ, საკრებულოს წევრებზე ზეწოლა განხორციელდა. მისივე თქმით, მისი გადაყენება ორი ადგილობრივი მაღალჩინოსანის გადაწყვეტილებაა, თუმცა ის ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ ასახელებს.
„ჯერ ვერ დავაკონკრეტებ იმიტომ, რომ დეტალებს ვაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ რა შავბნელი საქმეებისთვის ემზადებიან...საქმე, რომელიც ქალაქს დააზიანებს“, - განაცხადა თოდუამ.
იგი საკრებულოში რჩება და მის საქმიანობაში აქტიურად ჩართვას გეგმავს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/