რაფაელ გროსის განცხადება

2022-10-14 00:00:00

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. ამის შესახებ რაფაელ გროსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.\n\nრუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ, ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას – სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ქმედებები მის დასაცავად,“ - წერს რაფაელ გროსი.\n\nგასული დღეების განმავლობაში რაფაელ გროსმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...\nგამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან