გუგლის კულტურული ინსტიტუტი საქართველოს ხელოვნების სასახლესთან ითანამშრომლებს
გუგლის კულტურული ინსტიტუტი (Google Cultural institute) თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობას იწყებს. “Google”-ს კულტურული ინსტიტუტი მსოფლიოში უდიდესი სახელოვნებო ვირტუალური გაერთიანებაა, მისი საშუალებით ხელოვნების სასახლეს საშუალება ეძლევა ქართული ეროვნული საგანძურის უნიკალური ნიმუშები სპეციალურ საიტზე განათავსოს. მუზეუმში დაცული ხელოვნების ძეგლები იმ დიდი ვირტუალური ოჯახის ნაწილი გახდება, სადაც უკვე განთავსებულია მიქელანჯელოს, ლეონარდო დავინჩის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ვან გოგის და სხვათა ნამუშევრები. ხელოვნების სასახლე საქართველოში პირველი სამუზეუმო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს ამ პრესტიჟული კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა. მუზეუმში უკვე დაიწყო პროცესი სათანადო ვებ გვერდზე ფოტოების ასატვირთად. პირველ ეტაპზე მზადდება პეტრე ოცხელის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩის, ლეონ ბაქსტის, ფრანსუა ლეჟეს, მიქელანჯელო მეუჩის და სხვათა ტილოები, ასევე ჩაიტვირთება გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, კინო და თეატრალური კოსტუმები, ხელნაწერები, ძვირფასი ფაიფური, არქეოლოგიური ნივთები, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები. “Google”-ს კულტურული ინსტიტუტის მოთხოვნათა შესაბამისად ფოტოები უმაღლესი რეზოლუციით აიტვირთება და დამთვალიერებელს შედევრების უმცირესი დეტალების დანახვის საშუალებაც კი ექნება. ხელოვნების სასახლე კავკასიის მეოთხე მუზეუმია რომელიც ინსტიტუტის წევრი გახდა, აზერბაიჯანი ინსტიტუტში სამი მუზეუმითაა წარმოდგენილი, სომხეთი კი ჯერ-ჯერობით არცერთით. საქართველოს ხელოვნების სასახლე “Google”-ს კულტურულ ინსტიტუტში ვირტუალურ მოგზაურობისა და ექსპონატების 3D ჩვენების განხორციელებასაც გეგმავს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„გუგლის“ გამოფენა - „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დადიანების სასახლეების საგანძური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კაკაბაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა გუგლის კულტურულ სივრ...
GeoScience
გუგლის ფოტოგრაფის ფოტოობიექტივში მოხვედრილი საქართველო
Music Box
მანტრა ყველა პრობლემის გადაწყვეტის მოსაძებნად
მანტრები ნებისმიერ დროს - Georgian
შენთან #33 - ბუნებრივი კატაკლიზმები ტრანსფორმაციის პერიოდში
Shen
შენთან #31 - დაბალვიბრაციული რეალობები
Shen
შენთან #1 - ვინ ხარ შენ?
Shen