„გუგლის“ გამოფენა - „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“

26.08.2020 03:41

ხელოვნების სასახლეში დაცული მონუმენტური ტილო „გუგლის“ ყურადღების ცენტრში ექცევა. საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრის არტურ შამშინოვის ნამუშევარი სახელწოდებით „ყეენობა“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე აიტვირთა. შამშინოვს ნამუშევარი  ცარიზმთან ბრძოლის სიმბოლოდ მიჩნეული თამაშს, „ყეენობას“ ასახავს, რომელიც თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. „ყეენობა“ „გუგლის“ ონლაინ-გამოფენის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დარჩება და  დამთვალიერებელი მის ნახვას მთელი მსოფლიოდან შეძლებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: