გარდაიცვალა პირველი არხის ოპერატორი რობიზონ მაქაძე

13.06.2023 00:51

გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, სამცხე-ჯავახეთში პირველი არხის  ოპერატორი რობიზონ მაქაძე. იგი ტელევიზიაში 1983 წლიდან მუშაობდა და მრავალი საინტერესო მოვლენისა თუ პროცესის უშუალო თვითმხილველი იყო. 1996 წლიდან სამცხე ჯავახეთში დაბრუნდა და „მოამბის“ რეგიონალურ ბიუროს წარმოადგენდა. მისი კამერის ობიექტივს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე და მოვლენა აღუბეჭდავს. ხანგრძლივი სტაჟისა და გამოცდილების მქონე ოპერატორი დღემდე აქტიურად აგრძელებდა მუშაობას და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების მიწოდებას.   საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს რობიზონ მაქაძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო