გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა

11.07.2021 02:44

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - მიმდინარეობს ექსპერტიზა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ლექსო ლაშქარავას კოლეგები დილიდან საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: