რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების აქცია


რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტის ნიშნად კლინიკის ტერიტორიაზე დღესაც შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები უცვლელია - კლინიკის განახლება არა დემონტაჟის, არამედ რეაბილიტაციის შედეგად მოხდეს, რომლის პარალელურად, სამკურნალო პროცესი არ შეწყდება. ამასთან, ვიდრე ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნებს ელოდებიან, კლინიკის დირექტორის, ზაზა ავალიანის გადაყენებასაც ითხოვენ. რაც შეეხება მომავალში რესპუბლიკური საავადმყოფოს მოსალოდნელ დემონტაჟს და ახალი შენობის აშენებას, ექიმები ამბობენ, რომ წარსულის გამოცდილება მათ სახელმწიფოს დაპირებისადმი უნდობლობით განაწყობს. ექიმებს კლინიკის ახალი კონცეფცია და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა მის მოადგილეებთან ერთად გუშინ გააცნო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან