ექიმების აქცია და ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება

26.01.2024 04:38

საპროტესტო მღელვარება არ წყდება რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო. თანამშრომლების ნაწილი აქციებს განაგრძობს. დღეს მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მინისტრის შეთავაზების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა ზურა აზარაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვეს. საავადმყოფოში დასაქმებულთა ნაწილისთვის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟი და თანამშრომლებისთვის შეთავაზებული წინადადებები მიუღებელია. მოთხოვნაა შენობის რეაბილიტაციის ან ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნება. თანამშრომლებს სამინისტრო ფულად კომპენსაციებს, ან იმავე პოზიციით სხვა კლინიკაში დასაქმებას სთავაზობს. დასაქმებულთა ნაწილს, რომელიც საპროტესტო გამოსვლებს არ უერთდება, მოსაფიქრებლად ორკვირიანი ვადა აქვს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო