საპროტესტო აქცია რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ
02/09/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - 7 თებერვალს, ვიდრე რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხი შეიკრიბებოდა, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია მოხდა. ხეობის შესასვლელსა და გასასვლელში რეიდები მოაწყვეს. თითქმის ყველა მანქანას ამოწმებდნენ. ეს აქცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო ნამახვანჰესის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს კომპანია \"ენკამ\" დატოვოს რიონის ხეობა და გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები.