პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ

25.05.2021 09:30

სამოქმედო გეგმა შეიცვალა - ხვალიდან „ნამახვანჰესის“ გარშემო პროტესტი დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში ინაცვლებს. ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მოქალაქეებს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების ნაცვლად მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა, უკვე დღეს ამ თემაზე განმარტებებს აკეთებს. სტრატეგია ასეთია: თბილისში სამდღიანი აქციების შემდეგ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა ინვესტორ კომპანია „ენკას“ სამუშაოებს ხელი კვლავ ხეობიდან უნდა შეუშალონ. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები თბილისს ხვალ დღის მეორე ნახევარში დატოვებენ. თუმცა, მანამდე დედაქალაქში პროტესტი გრძელდება. გადაკეტილი იყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობით მივიდნენ. მოგვიანებით კი გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ, გაჩერებული იყო საავტომობილო მოძრაობა. აქციაზე არ მისულა, თუმცა ჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს ლევან ვასაძე. ახლად დაფუძნებული მოძრაობის ლიდერი ჰესის აშენების საკითხზე რეფერენდუმს ითხოვს. ამ წუთებში პროტესტი ისევ რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. საპროტესტო აქციას „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებს. თამუნა წიკლაური დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ
02:47

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ
03:37

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ #აქტუალურითემა #LIVE

პროტესტი „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ #აქტუალურითემა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - შეფასებები

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია
02:13

„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
07:11

პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
06:52

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნამახვანჰესის“ მიმდინარე პროექტის წინააღმდეგ რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება
01:48

„ნამახვანჰესის“ მიმდინარე პროექტის წინააღმდეგ რიონის ხეობაში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო