წლიური დეკლარაციები - საშემოსავლო, მოგება, ქონება I ექსპერტი ფინედუზე

03.04.2022 01:03:31

წლიური დეკლარაციები - საშემოსავლო, მოგება, ქონება I ექსპერტი ფინედუზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და აღნიშნული გადასახადების გადახდის სავადო თარიღი - 31.03.2022-ია. 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღი - 01.04.2022-ია. რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ სპიკერი სწორედ დეკლარაციების წარდგენის სპეციფიკასა და გადასახადის გადამხდელებზე ისაუბრებს. შეხვედრის ფარგლებში სპიკერი განიხილავს: რა ტიპის შემოსავლის მიღებისასაა სავალდებულო ან არასავალდებულო გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია; ნებაყოფლობითი რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის უპირატესობები. გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ. #ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

გაზიარება: