საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების თავისებურებები და წლიური დეკლარაციის წარდგენა

03/29/2023
Finedu-ის მიერ

ვის ეკისრება გადასახადის გადახდის ვალდებულება?
რა გადასახადის გადახდა უწევს კერძო პირს, თუ ის ბინას რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე აქირავებს?
რა გადასახადის გადახდა უწევს გამქირავებელს და რა ხდება, თუ მისი ჯამური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება?
რა იცვლება, თუ გაქირავებული უძრავი ქონების მესაკუთრე და გამქირავებელი სხვადასხვა პირია?
როგორ არეგულირებს საგადასახადო კოდექსი შემოსავლის დაბეგვრის საკითხს, თუ უძრავი ქონების მესაკუთრე და/ან გამქირავებელი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, ხოლო ქონება საქართველოშია?
რა შემთხვევაში და როდის უწევს ბინის გამქირავებელს დეკლარაციის წარდგენა?
რა ტიპის შემოსავლის მიღებისასაა სავალდებულო გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია?

რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ მოწვეული სტუმარი ამ და სხვა ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხებს და ამ პერიოდში წარსადგენი წლიური დეკლარაციების შესახებ ისაუბრებს.

00:00 დასაწყისი;
03:00 საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების თავისებურებები და წლიური დეკლარაციის წარდგენა;
07:11 ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის ქირით/იჯარით გაცემით მიღებული შემოსავალი;
32:13 სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება;
42:15 დამატებითი ღირებულების გადასახადი;
54:06 არის თუ არა გადახდის მაქსიმალური ვადა 1-ელი აპრილი?
55:55 ქირის თანხიდან იბეგრება 5%? ქირის თანხის საერთო წლიურ ჯამიდან ხომ უნდა მოაკლდეს ხარჯები, რომლებსაც გასწევს გამქირავებელი იმ დაზიანებების გამოსასწორებლად, რაც დამქირავებელმა მიაყენა გამქირავებლის საცხოვრებელს? ალბათ, ეს ხარჯები უნდა მოაკლდეს და დარჩენილი თანხა იბეგრება 5%-ით. ასე არაა?
57:10 ფართის მოკლე ვადით გადაცემა რას გულისხმობს?
01:01:10 რა გადასახადის გადახადა უწევს კერძოპირს თუ ის ბინის მფლობელს ეხმარება ბინის airbnb-ზე გაქირავებაში ( დალაგება, სტუმრების მომსახურება და ა.შ) ამ მომსახურებაში 20/30% საკომისიოს იღებს ქირიდან.ამ შემთხვევაში, შეუძლია თუ არა კერძო პირს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება?
01:05:11 თუ ინდ მეწარმე + მცირე მეწარმე ვარ+ გამქირავებელთა რეესტრში ჩამრიცხეს ვავსებ საშემოსავლო დეკლარაციას. ხარჯები არ შეგვაქვს ფორმაში? შეიძლება ფორმა გაგვიხსნათ ეკრანზე და ზოგადად მიმოიხილოთ?
01:08:30 ელექტრონულ გვერდზე ავტორიზაცია და პირადი მონაცემების ცვლილება;
01:11:45 ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება საცხოვრებელი ფართის გაქირავებისას;
01:16:17 შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს ფართის საცხოვრებელი მიზნით მოკლე ვადით გაქირავების შემთხვევაში ისარგებლოს სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმით. ვგულისხმობ კალენდარული წლის გარკვეულ პერიოდში საშეღავათო 5%-იანი დაბეგვრის რეჟიმით და ამავე კალენდარული წლის გარკვეულ პერიოდში ფართის შესაბამისად დაბეგვრის რეჟიმით? მაინტერესებს ფართის მიხედვით დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის რაიმე სახის დამატებითი შეთანხმება ან რეესტრი იწარმოება შემოსავლების სამსაუხურის მიერ?
01:19:51 ფიზ.პირი რომელიც ბინას აქირავებს ფიზ.პირებზე booking.com-ის მეშვეობით და რეგისტრირებულია გამქირავებელთა რეესტრში. იღებს შემოსავალს ყოველთვიურად და ამ შემოსავალს უკვე ჩამოკლებული აქვს booking.com -ის საკომისიო იმ თვის. გამოდის რომ უკუდაბეგვრის დღგ უნდა გადაიხადოს ფიზ.პირმა ყოველთვიურად ხომ?
01:22:05 ბინის ან მიწის შეძენიდან ორი წლის მერე გაყიდვის შემთხვევაში სხვაობაზე გვიწევს გადასახადი?
01:24:24 თუ ინდ მეწარმემ გააქირავა ფართი კომერციული საქმიანობისთვის და იჯარა გაფორმებულია საჯარო რეესტრში რამდენ პროცენტს იხდიდ ინდ მეწარმე?
01:26:36 თუ ვაქირავებ ბინას პლათფორმის გამოყენებით და ვარ ინდ მეწარმე ყოველთვიურად უნდა გადავიხადო დღგ უკუდაბეგვრის წესით?
01:28:00 თუ ქონება უცხოელის არის და აქირავებს ქართული შპს, დღიური გაქირავებით, იცვლება თუ არა რამე?
01:29:45 ფართის მიხედვით დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის რაიმე სახის რეესტრი იწარმოება შემოსავლების სამსაუხურის მიერ?
01:33:00 დასასრული.
გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ.

#Finოსოფიურიდღიურები #ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ

ვიდეოები „Finedu"-ისგან