წლიური ანგარიშები პარლამენტში

29.07.2019 01:38

საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის წლიურ ანგარიშებს საშემოდგომო სესიაზე მოისმენს. საკანონმდებლო ორგანოს სამივე ანგარიში წერილობითი ფორმით საგაზაფხულო სესიაზე წარედგინა, თუმცა პლენარული სხდომების ფორმატში მათი განხილვა არ მომხდარა. რეგლამენტის შესაბამისად, მთავრობის ხელმძღვანელს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარედგინა, თუმცა 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო. ახალი კონსტიტუციის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს პირველად წარედგინა გენერალური პროკურორის ანგარიშიც, თუმცა ანგარიშის მოსმენა არ მომხდარა, რისი სავარაუდო მიზეზიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მონაწილეობაა. რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული 2018 წლის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა, თუმცა პლენარული სხდომის ფორმატში არც ომბუდსმენისთვის მოუსმენიათ. არსებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის მოსმენა სექტემბერში იგეგმება. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბერის მესამე პარასკევს იხურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტში - გიორგი გახარიას ძირითადი გზავნილები
18:21

პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტში - გიორგი გახარიას ძირი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში
02:40

პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში
04:47

პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში
20:54

პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში
00:25

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში #LIVE

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში #მოამბე სპეცია...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წლიური ანგარიში პარლამენტში ნაწილი1
56:48

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წლიური ანგარიში პარლამენტში...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო