წლიური დეკლარაციები - საშემოსავლო, მოგება, ქონება I ექსპერტი ფინედუზე

04/03/2022
Finedu-ის მიერ

წლიური დეკლარაციები - საშემოსავლო, მოგება, ქონება I ექსპერტი ფინედუზე

2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და აღნიშნული გადასახადების გადახდის სავადო თარიღი - 31.03.2022-ია.

2021 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღი - 01.04.2022-ია.

რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ სპიკერი სწორედ დეკლარაციების წარდგენის სპეციფიკასა და გადასახადის გადამხდელებზე ისაუბრებს.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერი განიხილავს: რა ტიპის შემოსავლის მიღებისასაა სავალდებულო ან არასავალდებულო გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია; ნებაყოფლობითი რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის უპირატესობები.

გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ.

#ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

ვიდეოები „Finedu"-ისგან