ვებგვერდის crop2shop.ge პრეზენტაცია ზუგდიდში
ზუგდიდში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლებმა, რეგიონული ტურის ფარგლებში, ვებგვერდის crop2shop.ge პრეზენტაცია გამართეს. ვებგვერდი წარმოადგენს ექსპორტის გზამკვლევს, რომელიც 21 პროდუქტის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ექსპორტისთვის საჭირო პროცედურას აღწერს. „ვებგვერდი დაეხმარება კომპანიებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების, სავაჭრო გამოფენების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ეს ვებგვერდი ქართველ მეწარმეებს დაუზოგავს დროს და გაუადვილებს ექსპორტს“, - თქვა EDA-ის წარმომადგენელმა დავით მაყაშვილმა. ექსპორტის განვითარების ასოციაციამ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანადაფინანსბული პროექტის „Crop2Shop” ფარგლებში, ექსპორტიორ და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მათი პრობლემების იდენტიფიცირების საფუძველზე ასოციაციამ უზრუნველყო მათთვის საჭირო, ექსპორტთან დაკავშირებული, ინფორმაციის მოკვლევა და ერთ სივრცეში - crop2shop.ge -ზე განთავსება. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ვებგვერდის აწყობა HTML + CSS დამწყებებისთვის. #1
LOVA
TVSCHOOL.GE მასწავლებლებისთვის | საშინაო დავალების შექმნა მა...
TV School
Website|ჩვენი ვებგვერდი სადაც იხილავთ სიახლეებს.
Mortal Hacker
ვებგვერდის მობილურით დათვალიერება
David Nanobashvili
ვებგვერდის აწყობა HTML + CSS დამწყებებისთვის. #4
LOVA
ვებგვერდის აწყობა HTML + CSS დამწყებებისთვის. #3
LOVA
ვებგვერდის - DCFTA.GOV.GE-ს პრეზენტაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
რობლოქსში უფასო ნივთების შოვნა #7
ყველაფერი PC-ზე / Everything On PC