მსოფლიოს ამბები - ინტერვიუ ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაურთან, ჯონ ტომპსონთან

25.03.2019 05:15

საქართველო „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ს“ მასპინძლობს. მრავალეროვნულ სწავლებაში 24 ქვეყნის სამხედრო მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას პირველად ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალები. რა მიზნებს ისახავს სწავლება და რა ტიპის კრიზისებზე რეაგირებას ეუფლებიან ნატო-ს და ქართველი ჯარისკაცები, ამ თემაზე ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ტომპსონს ვესაუბრეთ. თუ შეიძლება უფრო მეტი მოგვიყევით ნატო-საქართველოს სწავლებაზე და მის მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის და ნატო-სთვის... ეს არის „ნატო-საქართველოს“ რიგით მეორე სწავლება. პირველი 2017 წელს ჩავატარეთ. ამ ხნის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ. პროგრესი გვაქვს როგორც პარტნიორობის განმტკიცებაში, ისე სამხედროების ურთიერთთავსებადობაში. ქართველი ჯარისკაცები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ნატო-ს სტანდარტებს. ამ სწავლების დროს ფოკუსირებული ვიქნებით კრიზისებისას საპასუხო ოპერაციებზე. ეს გახლავთ კომპიუტერიზებული სწავლება, ვფიქრობ, ძალიან კარგი წვრთნა გამოვა, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ევროატლანტიკურ რეგიონში საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: