№3 2022 ხმა რეგიონებიდან - რას ვერ ვიჯერებთ?

03/23/2022

0:00:01 მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! პირველ რიგში საუბარს დავიწყებთ, თუ რა უბედურება ტრიალებს ჩვენს მოძმე უკრაინაში.
0:01:10 ყველაფერი ისე ასრულდა და სრულდება, რასაც 28 წელია საუბრობს ქართველი მწერალი ბატონი აკაკი ჯორჯაძე.
0:05:51 რა საკითხზე ალაპარაკდნენ მსოფლიოს დიდი ქვეყნების ექსპერტები?
0:07:03 რა საფრთხე გველოდება და გადარჩენისთვის რა გვაქვს ქართველ ერს გასაკეთებელი?
0:10:04 ყველა ფიზიკურ ომს წინ უსწრებს ინფორმაციული ომი. მასმედიის შესახებ.
0:13:52 ჩვენ გვავიწყდება, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კაცობრიობამ შეაბიჯა ატომურ ერაში. განსაზღვრულობა -- რას ნიშნავს ეს?
0:15:45 გამოსავალი ფორმაციულ ცვლილებებშია ზნეობრივად უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად.
0:16:04 ომი დამთავრდება უკრაინაში ისე, როგორც კრემლშია ჩაფიქრებული და კარგს არავის არ უქადის. რიგში ჩადგება საქართველო, იმიტომ რომ კონსტიტუციაში გვიწერია ,,ნატო''-ში შესვლის შესახებ. რისთვისაც გაიწირა უკრაინა.
0:17:20 ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც არის კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი, არის იურიდიული საბუთი (დოკუმენტი) რომელიც მიიღო ჩატარებულმა ეროვნულმა ყრილობებმა, 2 მილიონი ხელმოწერის საფუძველზე.
0:20:08 დაპირისპირება ძალიან მძაფრ ფაზაში გადადის დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის.
0:22:01 საქართველომ უნდა თქვას ახალი სიტყვა, თავიც გადაირჩინოს და კაცობრიობაშიც შეიტანოს სხვა განაცხადი, რათა არსებული ბედისწერა შეგვეცვალოს და შეეცვალოს სრულიად კაცობრიობას.
0:23:05 ეროვნული ყრილობის დადგენილებები ერმა და ქვეყანამ უნდა გამოიყენოს თუ გადარჩენა გვინდა.
0:30:07 მოქმედების საშუალება, დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ ეს შეიძლება ისე უცებ გადაიზარდოს ისეთ უბედურებაში, რომ ჩვენ არავინ არაფერს აღარ გვკითხავს. წამზომი ჩართულია...

\"სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი\" ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამჯერად გადაცემა რუბრიკით
\"ხმა რეგიონებიდან\" ეთმობათ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2022 წლის, 9 მარტს, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

რას ვერ ვიჯერებთ?..

ვიდეო-ინტერვიუ მესამე

გადაცემის სტუმრები არიან, \"სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის\", კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე: კახა ჯავახშივილი.
კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები: დავით კამაკამიძე და ზურაბ შიოშვილი.

(გაგრძელება იქნება)