12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველის აქტივობამ 16,1% შეადგინა

10/31/2020
Radio Atinati-ის მიერ

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი 9 945-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,1% მივიდა. ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ისაუბრა.

რაც შეეხება დარღვევებს, მესხის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საოლქო კომისიაში რეგისტრირებულია3 საჩივარი. 2 მათგანი 89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებულ დარღვევას ეხება, ხოლო ერთი საჩივარი ეხება გადასატან ყუთს. მისი თქმით, კომისიის ერთ-ერთი წევრი გადასატან ყუთს არ გაჰყვა.

„89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებით იკვეთება თავმჯდომარის პასუხისმგებლობა, თუმცა იქ იყვნენ კომისიის წევრები, იყვნენ მედიის წარმომადგენლები და ასევე დამკვირვებლები, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია. დავაყენებთ თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამას იძახიან და აშინებენ თავმჯდომარეს“, - ამბობს მესხი.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან