ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ყვარელში

05.09.2021 00:33

ყვარელში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ქრობას ხელს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი აფერხებდა, დღეს მეტეოროლოგიური პირობები შედარებით გაუმჯობესდა და ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აღარ მონაწილეობს. ცეცხლი სამი დღის წინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა ტყის ქვედა საფარი 5 ჰექტრის ტერიტორიაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო