საჯარო ლექცია თელავის უნივერსიტეტში

07.06.2013 01:44

პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექციას, სახელწოდებით- "უნივერსიტეტის იდეა" - უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ელიზბარ ელიზბარაშვილის განცხადებით, მოხსენება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესებში უნივერსიტეტის როლს შეეხება. აღნიშნული მოხსენება დადებითად შეაფასეს ლექციაზე დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/13LDX0c

გაზიარება: