აქცია თესაუ-ში

26.09.2014 00:57

„რამდენად ჯანსაღ გარემოში გვიწევს ცხოვრება?”-ამ თემაზე ინფორმაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ორგანიზაცია „აი-სი-ემ“-მა მიაწოდა, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში დღეს აქცია გამართა. აქციის ფარგლებში, ლექციაც ჩატარდა, რომელზეც სტუმრებმა ახალგაზრდებს სუფთა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისკენ მოუწოდეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები და თელავის საჯარო სკოლების ეკო-კლუბის წარმომადგენლები. სპეციალური კითხვარის მიხედვით, გამოვლენილი გამარჯვებულები შესაბამისი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1yuiEDV

გაზიარება:
SkillHub