აქცია „წიგნები პატიმრებს" გრძელდება
„წიგნები პატიმრებს"- პროექტის ფარგლებში შეგროვილი ლიტერატურა თელავში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა სასჯელაღსრულების სამინისტროს დღეს გაუგზავნა. უწყების გადაწყვეტილებით, წიგნები ერთ-ერთი საპყრობილის ბიბლიოთეკას გადაეცემა. 500 წიგნი პენიტენციალურ სისტემას საჩუქრად თელავის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამაც გადასცა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მედია კაფესა" და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" 1000-ზე მეტი წიგნი შეგროვდა. წიგნების ტრანსპორტირება თელავის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. თელავის საინიციატივო ჯგუფმა პატიმრებისთვის წიგნების შეგროვება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქართული ლიტერატურის სიმცირის გამო გადაწყვიტა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/ZleFaX
მსგავსი ვიდეოები
„დილა პირველზე“, სრული ვიდეოვერსია, 15 აპრილი, 2016
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია „მიაწვდინე ხმა" გრძელდება
Kartlosi NGO
აქცია ბორჯომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან გრძელდება
Formula News
აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება
Formula News
საპროტესტო აქცია შეკვეთილში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster