ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

10.02.2021 03:29

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება. გუშინდელთან შედარებით, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 300-ით შემცირდა. 18 000-ზე მეტი დატესტილი ადამიანიდან კორონავირუსი 544-ს დაუდასტურდა. დამაიმედებელი მონაცემების შესანარჩუნებლად რეგულაციების დაცვის მკაცრ კონტროლს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დღევანდელმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მგზავრობას პირბადის გარეშე ცდილობდნენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: