ავჭალაში, ავტომანქანაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს


ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეა. ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს. უფლებადამცველის განმარტებით, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

გამოძიება ჯანჯღავას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას ედავება. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ადვოკატის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია მკვლელობის მოტივი, რაც დღემდე გამოძიებისთვისაც უცნობია.

შეგახსენებთ, ავჭალაში ვალერიან ნემსიწვერიძე ავტომანქანაში მოკლული დაახლოებით ორი თვის წინ იპოვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან