საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი.
სახალხო დამცველის აპარატი დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე საუბრობს და დაუყოვნებლივი მონიტორინგის უფლებას ითხოვს.
ნინო ლომჯარიას გუშინდელი განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში პანსიონატში სისხლის სამართლის ხუთი საქმეა აღძრული, საუბარია სავარაუდო ძალადობის და სავარაუდო გაუპატიურების მუხლებზე. 2004 წლიდან მოქმედ პანსიონატში ბოლოს ომბუდსმენი 2018 წელს იმყოფებოდა, აპრილში კი მონიტორინგის ჩატარებაზე უარი მიიღო. საპატრიარქო საგამოძიებო უწყებიდან აღძრულ საქმეებზე დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. დაწესებულება მედიის დიდი ნაწილისთვის დახურულია, მისი ხელმძღვანელი, სხალთელი ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი კი სახალხო დამცველის მიერ სავარაუდო ფიზიკური დასჯის მეთოდებზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ომბუდსმენის აპარატს უნდობლობას უცხადებს. გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა ხდება ნინოწმინდის დახურულ პანსიონატში, სადაც დღეს მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება შეიყვანეს, მათ შორის პირველი არხი ვერ მოხვდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.