გამოკითხვა პროკურატურაში


იურისტი დავით ჯანდიერი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ჯანდიერის თქმით, საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ე.წ. კრებსებს, რომელთა გარკვეული ნაწილი მის ფარულ მიყურადებას და თვალთვალს ასახავს, მათ შორის უკავშირდება მის მიერ „ციანიდის საქმეზე“ გიორგი მამალაძის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში. დავით ჯანდიერი და მისი უფლება დამცველი იმედოვნებენ და გამოძიება სწორედ წარიმართება და გამოკითხვის შემდეგ დაზარალებულის სტატუსის დადგენილებასაც გააცნობენ. ჯანდიერის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სტრასბურგის სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს, კერძოდ პირველმა ინსტანციამ დავით ჯანდიერს დაზარალებულად სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან