გამოკითხვა პროკურატურაში

25.09.2018 01:17

მთავარ პროკურატურაში გამოძიების შეკითხვებს ამ წუთებში ცესკო-ს კიდევ ერთი წევრი პასუხობს. მანამდე კი გამოკითხვაზე თითქმის 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ - არჩილ ანასაშვილი. საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტს. ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის პარტიის, - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, - მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: