ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავში


8 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავში, 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება, ჟიული შარტავას სახელობის, რუსთავის #4 საჯარო სკოლაში გაიმართა და ახალგაზრდებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად გადაცეს, მათი სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მომავალი წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წლის რუსთაველ კურსდამთავრებულთა შორის 74 ოქროს, ხოლო 29 ვერცხლის მედალოსანია.
#ქვემოქართლი2019
#რუსთავი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან