უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო. აპირებს თუ არა კიდევ ერთხელ საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, როგორც თავად აცხადებს, ჯერ არ გადაუწყვეტია. ასევე, მოხვდება თუ არა სიაში დიმიტრი გვრიტიშვილი, საბჭოს მოსამართლე წევრი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს.

საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ კვლავ რჩება შესაძლებლობა, მოსამართლეთა ერთმა ჯგუფმა პროცესებზე გავლენა მოახდინოს და მოსამართლეებად მათი ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩიოს. ეს განცხადებები დღეს სამუშაო შეხვედრაზე გაკეთდა, რომელსაც ნინო ფისაძე აშუქებს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან