„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები

13.12.2022 06:24

ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ოთხი ადამიანი იბრძოლებს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა სამი საათის წინ ამოიწურა. 28-29 იანვარს დაგეგმილი ელექტრონული არჩევნების შედეგად გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის მიმართ თანაგუნდელების ბრალდებები და პრეტენზიები სულ უფრო მწვავდება. მოულოდნელი აღმოჩნდა მამულაშვილის განაცხადი - მან „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური პრობლემების არგუმენტით ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა ახლა, როგორც თავად განმარტავს, პარტიული პოლიტიკის დასაბრუნებლად საარჩევნო კამპანიაში ერთვება. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ლიდერების მხარდაჭერა ძირითადად ორ კანდიდატს, მელიასა და ხაბეიშვილს აქვთ. ხაბეიშვილი, რომელიც მოქმედი თავმჯდომარის მწვავე კრიტიკას აღარ ერიდება, დავით კეზერაშვილის ფრთის წარმომადგენლად მოიაზრება. სწორედ მელიას მხრიდან კეზერაშვილის კრიტიკის შემდეგ გახდა საჯარო ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირება, რომელიც როგორც ირკვევა, დიდი ხნის წინ იყო დაწყებული.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები
05:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
02:27

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
02:09

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტსაბჭოს სხდომის მოლოდინში
04:24

პოლიტსაბჭოს სხდომის მოლოდინში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შიდაპარტიული არჩევნებისთვის სამზადისი „ნაციონალურ მოძრაობაში“
03:54

შიდაპარტიული არჩევნებისთვის სამზადისი „ნაციონალურ მოძრაობაში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობაში“
01:59

საარჩევნო შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“
05:03

შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო