შიდაპარტიული არჩევნებისთვის სამზადისი „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვინ ჩაუდგება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სათავეში, - ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დასახელდება. ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილია ის, რომ თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელიას გარდა, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. საუბარი აქტიურად მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურაზეც, რომელსაც ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება. რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის და თანაგუნდელებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად რამდენიმე კრიტერიუმის დაწესებას სთავაზობს. როგორც გოცირიძე წერს, თავად კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება მმართველი გუნდიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
შიდაპარტიული არჩევნებისთვის სამზადისი „ნაციონალურ მოძრაობაში...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შიდაპარტიული არჩევნებისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობაში“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის