„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები
12/13/2022
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ოთხი ადამიანი იბრძოლებს.
კანდიდატების რეგისტრაციის ვადა სამი საათის წინ ამოიწურა. 28-29 იანვარს დაგეგმილი ელექტრონული არჩევნების შედეგად გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის მიმართ თანაგუნდელების ბრალდებები და პრეტენზიები სულ უფრო მწვავდება. მოულოდნელი აღმოჩნდა მამულაშვილის განაცხადი - მან „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური პრობლემების არგუმენტით ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა ახლა, როგორც თავად განმარტავს, პარტიული პოლიტიკის დასაბრუნებლად საარჩევნო კამპანიაში ერთვება. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ლიდერების მხარდაჭერა ძირითადად ორ კანდიდატს, მელიასა და ხაბეიშვილს აქვთ. ხაბეიშვილი, რომელიც მოქმედი თავმჯდომარის მწვავე კრიტიკას აღარ ერიდება, დავით კეზერაშვილის ფრთის წარმომადგენლად მოიაზრება. სწორედ მელიას მხრიდან კეზერაშვილის კრიტიკის შემდეგ გახდა საჯარო ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირება, რომელიც როგორც ირკვევა, დიდი ხნის წინ იყო დაწყებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.