მემორანდუმი „წითელ ჯვართან“


თბილისის მერიამ „წითელ ჯვართან“ მომორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის შედეგად, მოხალისეები ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მიუტანენ. ასევე  მოხალისეები მათ ნაცვლად გავლენ სახლიდან და გარკვეულ საჭიროებებს მოუგვარებენ. შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტიც. ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება ყველას შეეძლება. პირველ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ – 2 722 222. უკვე არსებობს 2 500-მდე ხანდაზმულის სია, რომლებიც დახმარებას მიიღებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან