დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საქართველოში ოკუპაციის სიმბოლო იყო. 88 წლის დათა ვანიშვილი 2008 წლის ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. რუსი სამხედროების მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა მისი საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცია. ხურვალეთის მკვიდრს სახლი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ დაუტოვებია და არც საქართველოს მოქალაქეობაზე უთქვამს უარი. მისი ნაკვეთის გარშემო აღმართული ხელოვნური ბარიერი ოკუპაციის სიმძიმეს ყველაზე თვალნათლივ წარმოაჩენს. წლების განმავლობაში მავთულხლართებს აქეთ მცხოვრები ახლობლები და მეზობლები ხანდაზმულთან სტუმრობას ვერ ახერხებდნენ. სწორედ ვანიშვილთან საუბრით და საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების განხილვით იწყებოდა ორად გაყოფილ ხურვალეთში მსოფლიო ლიდერების და პოლიტიკოსების ვიზიტი. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო, ხურვალეთის მკვიდრი რამდენჯერმე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშიც აღმოჩნდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
TV IMEDI
დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხურვალეთელი დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
TV IMEDI
ოკუპაცია გლოვის უფლებას მხოლოდ დისტანციურად იძლევა
ამერიკის ხმა
#ახალიდღე დათა ვანიშვილი - რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დათა პაპა, რომელიც ხურვალეტში საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა, გ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
არცერთი ლიდერი „ქართული ოცნებიდან“ მავთულხლართებთან
Mtisambebi / მთის ამბები
დათა ვანიშვილი დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster