დათა ვანიშვილი დაკრძალეს
ყვავილები მავთულხლართებზე და საქართველოს ჰიმნი - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი დაკრძალეს. ხურვალეთის მკვიდრი, რომელმაც ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი ბოლო წუთამდე არ დატოვა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დათა პაპასთან გამომშვიდობების უფლება მავთულხლართებს აქეთ მცხოვრებ ახლობლებს მას შემდეგ მისცეს, რაც პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო. მანამდე კი გარდაცვლილის მეუღლეს ხელოვნურ ბარიერებთან მისული ნათესავები შორიდან უსამძიმრებდნენ. ოკუპაციასთან მებრძოლი დათა ვანიშვილის უკანასკნელი განსასვენებელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ სასაფლაოზე დაკრძალულთა ახლობლები, რომლებიც მავთულხლართებს აქეთ აღმოჩნდნენ, წლების განმავლობაში ყოველ აღდგომას წითელ კვერცხებს და სანთლებს სწორედ დათა ვანიშვილს ატანდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი დაკრძალე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დაკრძალვა ოკუპაციის ხაზთან
ამერიკის ხმა
#ახალიდღე დათა ვანიშვილი - რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არცერთი ლიდერი „ქართული ოცნებიდან“ მავთულხლართებთან
Mtisambebi / მთის ამბები
დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმარი დათა ვანიშვილის ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმარი დათა ვანიშვილის ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დათა ვანიშვილის დაკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster