გათავისუფლებული თანამშრომლები ახალციხეში
08/26/2021
გიორგი გახარიას პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურებიდან გაათავისუფლეს. დედის, მარინა აბულაძის თქმით, 24 აგვისტოს მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა მასთან ერთად ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი, თამარ აბულაძე კაბინეტში დაიბარა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, რაზეც დებმა უარი განაცხადეს. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ლევან თათოშვილმა გიორგი გახარიას პარტიიდან სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორობა გადაწყვიტა და ამის შესახებ ბრიფინგი გამართა, რამდენიმე საათში ჯერ დეიდამ, მოგვიანებით კი დედამ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიღეს.
მარინა აბულაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წლიდან მუშაობდა ააიპ ახალციხის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში იურისტის პოზიციაზე. მისი და, თამარ აბულაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი დღეს არც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს და არც ბაღების გაერთიანების წარმომადგენელს არ გაუკეთებიათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.