პოლონურ-ქართული სამეწარმეო დღეები თელავში

10.09.2013 01:38

პოლონურ-ქართული სამეწარმეო დღეები თელავში. ვიზიტის ფარგლებში რჟეშოვის სამრეწველო-სავაჭრო პალატასა და თელავის სამრეწველო-სავაჭრო პალატას შორის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. პოლონურ-ქართული სამეწარმეო დღეები კახეთში პროექტის "პოდკაპარტიეს დახმარება კახეთის რეგიონის ბიზნეს გარემოს ინსტიტუციური განვითარებისთვის" ფარგლებში ტარდება. პროექტი კახეთის რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობას და პოლონეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ პოლონელ სტუმრებთან შეხვედრაზე კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა ის შეხვედრას არ დასწრებია. გუბერნია პოლონელებთან შეხვედრას 11 სექტემბერს გეგმავს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1eCHJ3c

გაზიარება: