პოლონურ-ქართული სამეწარმეო დღეები თელავში


პოლონურ-ქართული სამეწარმეო დღეები თელავში. ვიზიტის ფარგლებში რჟეშოვის სამრეწველო-სავაჭრო პალატასა და თელავის სამრეწველო-სავაჭრო პალატას შორის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. პოლონურ-ქართული სამეწარმეო დღეები კახეთში პროექტის \"პოდკაპარტიეს დახმარება კახეთის რეგიონის ბიზნეს გარემოს ინსტიტუციური განვითარებისთვის\" ფარგლებში ტარდება. პროექტი კახეთის რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობას და პოლონეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ პოლონელ სტუმრებთან შეხვედრაზე კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა ის შეხვედრას არ დასწრებია. გუბერნია პოლონელებთან შეხვედრას 11 სექტემბერს გეგმავს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1eCHJ3c

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან