აშშ–ს ელჩი მარნეულში

07/25/2017
Municipality of Marneuli-ის მიერ

აშშ–ს ელჩი გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა
24 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი, თავდაპირველად, გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაბი აბდულაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და USAID-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტში სტუმრადყოფმა ელჩმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები მოინახულა და ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1610-ashshs-...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან