20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა


პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს.

მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია. პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა და სხდომის დასრულების შემდეგ მან სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან