დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ისრაელის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსი აქვს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 12 თებერვალს სოფელ დვაბზუში ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან