დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით

02.11.2019 00:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული პირი  დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1987 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო